აფხაზეთის მთავრობის წევრები მეტრო ჰოლდინგის წარმომადგენლებს შეხვდნენ


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მეტრო ჰოლდინგის დირექტორ ლარა ოზთურქს და ამავე კომპანიის საოპერაციო მენეჯერს სულხან ზოიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უკვე არსებულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
დავით ფაცაციამ მეტრო ჰოლდინგის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერასა და პარტნიორობისთვის, რომლის ფარგლებშიც ისინი უზრუნველყოფენ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების ტრანსპორტირებას სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ბანაკებში.
„ეს არა მხოლოდ ლოგისტიკური დახმარებაა, არამედ განსაკუთრებული წვლილია იმაში, რომ ჩვენს დევნილ ბავშვებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ ახალი გამოცდილება და მეტად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში.
მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეში კერძო კომპანია აქტიურად მონაწილეობს და ერთად ვქმნით მხარდაჭერისა და განვითარების თანმიმდევრულ გარემოს მომავალი თაობისთვის, რაც ჩვენი საერთო გამარჯვებაა“, - განაცხადა შეხვედრაზე დავით ფაცაციამ.
ღონისძიებას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია ესწრებოდა.
თაგები:
აფხაზეთის მთავრობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს