აფხაზეთის მთავრობის წევრები თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თურქეთის რესპუბლიკაში, კუნძულ ქინალიადაზე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდნენ, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებულ საერთაშორისო ბანაკში მონაწილეობდნენ.
აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი კუნძულ ქინალიადაზე 14 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით განხორციელდა.
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. მათთვის ასევე მოეწყო ექსკურსიები სტამბოლის ისტორიულ ადგილებში.
ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის წევრები აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს გაესაუბრნენ, მათ სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
„პირველ რიგში დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ლოცვა-კურთხევისთვის, მსოფლიო საპატრიარქოს და „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ თანადგომისა და დახმარებისათვის, რომელთა მხარდაჭერითაც მე-4 წელია, უფასოდ ვახორციელებთ საერთაშორისო ბანაკებს საბერძნეთში და ახლა უკვე თურქეთის რესპუბლიკაშიც.
ბედნიერი ვარ ახალგაზრდების შთაბეჭდილებების, განწყობების მოსმენით და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ შევძელით მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ცოდნის მიცემა“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
აფხაზეთის მთავრობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს