აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ისნის რაიონში, დროებით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ისნის რაიონში, დროებით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაში აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესარიონ კუსიდი და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ. მათ ადგილზე მოისმინეს დევნილი მოსახლეობის საჭიროებები და პრობლემები, რომლებიც ძირითადად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და სოციალურ საკითხებს უკავშირდება.
როგორც მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილების წინაშე არსებულ გამოწვევებზე სისტემური მუშაობა გაგრძელდება და თითოეული საკითხი ეტაპობრივად განიხილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ დახმარებას, დასაქმების ხელშეწყობას და იმ სამომავლო პროექტებს, რომლებიც დევნილი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.
აფხაზეთის მთავრობის წევრების თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები საშუალებას იძლევა, უშუალოდ ადგილზევე მოხდეს საჭიროებების შეფასება და პრობლემების გადაჭრის მექანიზმების დაგეგმვა.
თაგები:
აფხაზეთის მთავრობა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა