
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ლიეტუვის ელჩის ანდრიუს კალინდრას თქმით, აპრილის ბოლოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს.
როგორც ელჩი twitter-ზე წერს, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და ევროკავშირის მედიაციით გამართული პოლიტიკური დიალოგი განიხილება.
"აპრილის ბოლოს თბილისში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრილიუს ლანდსბერგის ვიზიტი იგეგმება. ვიზიტის დღის წესრიგში იქნება, უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალისხმევა ლიეტუვისა და საქართველოს თანამშრომლობით, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკური დიალოგი", – წერს კალინდრა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს