Logo

“აპრილში მე გადავდგები”

საზოგადოება
1175
Frontnews image description

აპრილში თანამდებობიდან გადავდგები, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არმავირის რაიონში მხარდამჭერებთან შეკრების დროს განაცხადა.

„აპრილში მე გადავდგები. არა იმისთვის, რომ წავიდე, არამედ იმისთვის, რომ გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები. ამ დროს ვიქნები პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გადააბარებს ძალაუფლებას, თუ ამომრჩეველი მას მხარს არ დაუჭერს.

რიგგარეშე არჩევნები სომხეთში 20 ივნისს უნდა გაიმართოს. ამ დრომდე ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. არჩევნების შემდეგ პარლამენტმა უნდა აირჩიოს ახალი მთავრობის მეთაური. თუ ორი ტურის შემდეგ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საჭირო ხმებს, პარლამენტი დაიშლება.

ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას ნოემბრიდან ითხოვდა, მას შემდეგ, რაც მან ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას.

 

თაგები:

Advertisement