
ავტორი
Front News საქართველო
1-3 ივლისს, თბილისში, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-16 საერთაშორისო კონგრესი – „კოლხიდა 2022“ ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან სახისა და სხეულის კორექციის, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანია “აპტოსი“ და საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება – GeoPRAS.
ღონისძიებას წელს 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული 600-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ონლაინ რეჟიმში დამსწრეთა რაოდენობა კი 1000-მდეა. კონგრესის ფარგლებში, ესთეტიკური მედიცინის წამყვანი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექიმები, კომპანიები და დარგის წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებასა და მიღწევებს გაააზიარებენ.
ინექციური და აპარატული მიმართულებებით ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე მიღწევები, ასევე, რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში არსებული ინოვაციური მეთოდები და ესთეტიკურ მედიცინაში შესაძლო სხვადასხვა გართულების მართვა – კონგრესის მთავარი თემებია.
ჰიბრიდული ფორმატის კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებს სამეცნიერო და სასწავლო სესიებზე და სემინარებზე დასწრების პარალელურად, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი, დარგის წამყვანი ბრენდების პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობაც აქვთ.
(R)
თაგები:
თიბისი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს