
ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხებთან დაკავშირებით საუბრობს.
"ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დუკუმენტზე ხელმოწერა, სადაც ამნისტიის კანონია, ანუ კონკრეტული სისხლის სამართლის დამნაშავეები უნდა გათანაბრდნენ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებთან, აქ არის სრული სიგიჟე და ისტორიის გადაწერაში თანამონაწილეობა. ჩემი აზრია, რომ ამაში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ.
რაც შეეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნას, ლოგიკურია, რადგან ჩვენმა კოლეგებმა დაგვიყენეს რეალობა, როცა პარლამენტში ფაქტობრივად იმდენი ადამიანი შევიდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაც შეუძლიათ, ამიტომ გაიხსნება დისკუსია პარტიაში", – აცხადებს ხაბეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს