
ავტორი
Front News საქართველო
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მიერ დაგეგმილ აქციას ხვალ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდებიან.
სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობით მივლენ.
“ხვალ, 14:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, საიდანაც მსვლელობით შევუერთდებით მშობლების პროტესტს. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, წამალი უნდა მიეცეთ ბავშვებს”, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მორიგი აქცია ხვალ, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს