
ავტორი
Front News საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება.
მშობლების თქმით, პროტესტს იქამდე განაგრძობენ, ვიდრე შესაბამისი უწყების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება.
ერთ-ერთი მშობლის ქეთი ბეგიაშვილის განცხადებით, უხერხულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას მოწოდება, რომ პროცესები კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში გადავიდეს.
“წელიწადი და ოთხი თვეა, ამ მედიკამენტისთვის ვიბრძვით. 29 დეკემბრის შემდეგ მესმის თამარ გაბუნიასგან სიტყვები, რომ საჭიროა დრო, მოლაპარაკებები, ფინანსები. კომპანია “ბიომარინთან” მოლაპარაკებების შესახებ პირად საუბარში შევეკითხე, რა მოგწერა ბიომარინმა-მეთქი და დამცინა კიდეც, რა ვქნა, პასუხს აგვიანებს, თქვენსავით ვერ მოვაწყვე აქციებიო. თურმე ჩვენ აქციები გვსიამოვნებს და ამის მოწყობაზე ვოცნებობთ.
პრემიერი მზაობას თუ აცხადებს ფინანსებზე, მაშინ რა არის პრობლემა. პრეზიდენტმა გვითხრა, სამწუხაროდ, გადამწყვეტი პირი არ ვარო. გამობრძანდეს ბატონი პრემიერი. ვერ გავჩერდებით, ჩვენ ვართ მართალი. გაბუნიაც, ჯანდაცვის მინისტრიც მხოლოდ ორაზროვნად საუბრობენ და არა კონკრეტულად. ალბათ, ისინიც პრემიერისგან ელოდებიან გადაწყვეტილებას და კონკრეტული ნაბიჯების შესახებ შემდეგ იტყვიან“, – განაცხადა ქეთი ბეგიაშვილმა.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები 2 კვირაზე მეტია, ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ.
თაგები:
აქონდროპლაზია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს