
ავტორი
Front News საქართველო
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებს ლგბტ სამკლაურის გამო, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს.
"მეგონა, 12:00 საათზე მხარდაჭერა სჭირდებოდათ ყველა ადამიანის, ვინც აქ მოვიდოდა და მოვედი ზუსტად 12:00-ზე იმიტომ, რომ ულტიმატუმის დრო ჰქონდათ გამოცხადებული და ამათმა აქციიდან გამაგდეს. ჩემთვის წყნარად ვიდექი, მერე მოვიდა გურამ ფალავანდიშვილის შვილი, რომელმაც მითხრა, რომ ეს მოვიხსნა, მე ვუთხარი, არ მოვიხსნი", – აცხადებს სალომე ბარკერი.
აქტივისტებს "რიონის ხეობის მცველი" გაესაუბრა, რომელმაც მათ უთხრა, რომ აქციაზე დაბრუნება შეეძლოთ, თუმცა აქტივისტებმა ტერიტორია მაინც დატოვეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს