აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესი ნაწილობრივ დახურულ ფორმატში იმართება და მხოლოდ მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
სხდომის ნაწილობრივ დახურვის მიზეზი წინა სასამართლო პროცესზე დარბაზში არსებული ხმაური გახდა.
დღევანდელ სხდომაზე დასასწრებად გერმანიისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებიც მივიდნენ, თუმცა დასწრების უფლება არც მათ მიეცათ.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
მათ წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 4-დან 6 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
სასამართლო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს