
ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან, სადაც საავტომობილო გზას ჩაკეტავენ.
მათი თქმით, დღევანდელი დღე მსვლელობით დასრულდება, თუმცა აქციები გაგრძელდება.
იქამდე პარლამენტთან შეკრებილებმა ხელისუფლებას სასტუმრო “ყვარლის ტბასთან” მიმდინარე აქციისას დაკავებულების გასათავისუფლებლად ერთსაათიანი ვადა მისცეს.
კიდევ ერთი მოთხოვნა რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაუყოვნებლივ შეწყვეტაა.
ყვარელში დღეს საპროტესტო აქციის 17 მონაწილე დააკავეს, მათ შორის ელენე ხოშტარია. დაკავებულები სხვადასხვა წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს