Logo

აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

საზოგადოება
1435
Frontnews image description

აქციის – “დაღალე რეჟიმი” მონაწილეები “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

 

იქამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

აქტივისტის თქმით, ისინი პოლიციელებს ეუბნებოდნენ, რომ მორალურად გაუმართლებელია ის, როგორც საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იქცევიან, რა დროსაც, პოლიციის მაღალჩინოსანი ვაჟა სირაძე აქტივისტთან მივიდა და უთხრა, რომ მსგავსი განცხადებების შემთხვევაში შემდეგ ჯერზე დააკავებდნენ.

 

აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ. 

 

თაგები:

აქცია
Advertisement