Logo

აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს

Frontnews image description

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს.

 

მათ ეს გადაწყვეტილება შსს-ში გამართული ბრიფინგის შემდეგ მიიღეს.

 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ჯერ ცოცხალ ლექსო ლაშქარავაზე იძალადეს, მერე მიცვალებულზე, როდესაც გაიტაცეს და ახლა მის “გაშავებას” ცდილობენ.

 

ამასთან, ნიკა გვარამიამ საზოგადოებას მოუწოდა, ხვალ ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე მივიდნენ.

 

“3 საათზე არის გამოსვენება და მერე გავაგრძელებთ მსვლელობას ჯიქიას ქუჩის მიმართულებით. დაკრძალვა არის ჯიქიას ქუჩის ბოლოს, ე.წ. ჯიქიას სასაფლაოზე. ძალიან გთხოვთ, სამზე იოსელიანის 37, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ მსვლელობას”, – აღნიშნა გვარმიამ.

 

“ქართული ოცნების” ოფისთან ამ დროისთვის დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისმის შეძახილები “მონებო, მკვლელებო”.

თაგები:

Advertisement