Logo

“აქციზის გადასახადის გაუქმებით, შესაძლებელია ავტომატურად საწვავზე ფასის 40 თეთრით შემცირება”

საზოგადოება
780
Frontnews image description

"ევროპული საქართველოს" წევრებმა და მხარდამჭერებმა საწვავის ფასის მატებასთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი გამართეს. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საწვავის ფასის შემცირებისთვის აუცილებელია აქციზის გადასახადის გაუქმება.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმმა აქციზის გადასახადი იმისთვის გაგვიზარდა, რომ საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმისთვის, ბიუროკრატიისთვის, მავნებლობისა და კორუფციისთვის მეტი ფული ჰქონოდა. 

"მარტივი ნაბიჯით, აქციზის გადასახადის გაუქმებით, შესაძლებელია ავტომატურად საწვავზე ფასის 40 თეთრით შემცირება, რაც შემდეგ ყველაფრის ფასზე აისახება, ზოგადად შესაძლებლობებზე ყველა ჩვენი მოქალაქის, რომ აწარმოონ საქმიანობა, იმუშაონ, იშოვონ სამსახური, შეიძინონ პროდუქტი, გაუადვილდეთ ცხოვრება ამ საერთო გასაჭირის დროს"-აცხადებს ბოკერია. 

მისივე განცხადებით, "ევროპული საქართველო" საწვავის ფასებთან დაკავშირებით კამპანიას დაიწყებს და საკითხს მთავრობას ყოველ დღე შეახსენებს.

საქართველოში საწვავზე ფასი ყოველდღიურად მატულობს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები