
ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს თანხის ჩარიცხვის საკითხს ეხმაურება.
"ჩვენ, ნიკა მელია და მისი ადვოკატები აღნიშნულ კომუნიკაციაში ხელისუფლებას, პროკურატურასა და ევროკავშირს შორის ჩართული არ ვყოფილვართ და დეტალები ჩვენთვის უცნობია. პროცედურა წარმომიდგენია შემდეგნაირად: პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან შეცვა, რაც ავტომატურად გამოიწვევს ნიკა მელიას გათავისუფლებას უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან.
სასამართლომ შუამდგომლობის მიღებიდან, არაუგვიანეს 24 საათისა უნდა იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს მოხდეს დღეს, ან უახლოეს დღეებში"-განაცხადა კონდახიშვილმა.
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა დღეს ჩარიცხა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს