
ავტორი
Front News საქართველო
ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი თავშესაფრის მოთხოვნას არ გამორიცხავს.
"არ ვაპირებთ გაჩერებას, დავაანონსებთ გარეთ გასვლას და არ გამოვრიცხავთ აქციებსაც. ვგეგმავ, რომ შევხვდე, თუნდაც, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, არასამთავრობოებს, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს და ვთხოვო დახმარება უკანასკნელად. გავივლით ყველა ინსტანციას და არ არის გამორიცხული, რომ თავშესაფარიც ვთხოვოთ ნებისმიერ სახელმწიფოს, თუნდაც დე ფაქტო ცხინვალს", – განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზმა.
ზაზა გახელაძის დედის ნანა ბუნტურის თქმით, მათ ხელისუფლებისგან მხოლოდ დაპირებები მიიღეს და აქციების გარდა სხვა გზა არ დარჩათ.
სუს-ის წარმომადგენელი ირაკლი ანთაძე ზაზა გახელაძის ოჯახში ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ იმყოფებოდა.
ზაზა გახელაძეს დე ფაქტო სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს