Logo

“არ არსებობს თანხმობის პროცედურა, რომ ნიკა მელია უნდა დათანხმდეს რამეს და ისე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება”

Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მელია ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარია, შესაბამისად, ხელისუფლების გადასაწყვეტია, როდის დაასრულებს ნიკა მელიას პოლიტიკურ ტყვეობას.

"ნიკა მელიას დატყვევების გადაწყვეტილება მიიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, შესაბამისად, ახლა მათზეა დამოკიდებული თუ როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დამთავრდეს ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს მისი გათავისუფლება, ვინაიდან ერთი მხრივ პრობლემას წარმოადგენს ნიკა მელია პატიმრობაში და მეორე მხრივ, კიდევ უფრო დიდ პრობლემაა ნიკა მელია თავისუფლებაზე. ამიტომ, ხელისუფლებას არ სურს მისი გათავისუფლება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას ძალიან მალე მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება. 

ცალსახად შემიძლია მოგახსენოთ, რომ პროკურატურას ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, ბუნებაში არ არსებობს თანხმობის პროცედურა, რომ ნიკა მელია უნდა დათანხმდეს რამეს და ისე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. პროკურატურას ნებისმიერ დროს შეუძლია იშუამდგომლოს და სასამართლოს ორივე შტო, რომელიცაა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, მიიღებს მიღების გადაწყვეტილებას.

სამართლებრივი პროცედურა თანხმობაზე, მათ შორის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს რაღაც დოკუმენტზე ხელი უნდა მოეწერა ნიკა მელაის დღეს, მას არაფერი არ უთქვამს. არ არსებობს ბუნებაში, შესაბამისად, ხელისუფლების გადასაწყვეტია, როდის დაასრულებს ნიკა მელიას პოლიტიკურ ტყვეობას"-განაცხადა საძაგლიშვილმა. 

ნიკა მელიას ადვოკატები დღეს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდნენ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები