
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპელი სოციალისტების" წევრი ფრიდონ ინჯია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, გინება სისხლის სამართლით დასჯადი უნდა გახდეს.
"ის, რაც ხდება დღეს, ქვეყანაში, ამ ზედმეტმა ლიბერალურმა მიდგომამ დაანგრია ქვეყანა, დედის გინება ჩვეულებრივ სალაპარაკო იმაშია რა… ენა გახდა რა და ეს აბსოლუტურად ყველაზე მოქმედებს: ოჯახზე, ბავშვებზე, განათლებაზე, აბსოლუტურად ყველაფერზე. მე მიმაჩნია, რომ უფრო უნდა გამკაცრდეს კიდევაც [კანონი] და არავითარი პატიება და რაღაც. აქ წერია ერთხელ 1 000 ლარამდე, მეორეჯერ 2 000 ლარამდე. მაგალითად, მესამედ თუ გააკეთა, მეოთხედ თუ გააკეთა როგორ იქნება? კვლავ 2 000- 2 000 ლარი? ჯერ ერთი ლარი როგორ მიდის კარგად ხედავთ. ხომ არ ჯობდა, რომ ეს მიბმული იყოს საშუალო ხელფასის რაღაც ნაწილზე, ან სხვა განზომილება რომ იყოს და არა ლარებში? ერთ წელიწადში ხომ ხედავთ, როგორ გაუფასურდა ეს ჩვენი ლარი და რა აზრი აქვს ამას? მე ვფიქრობ, დიფერენციაცია უნდა. თუ მესამედ, მეოთხედ მოხდა, იქ უნდა იყოს ეს სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გადავიდეს და 6 თვე, 1 წელი იჯდეს. არ დაიგინო, არ გააფუჭო, არ იხულიგანო და ვსო, დამთავრდა ამითი", – განაცხადა ინჯიამ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს