Logo

“არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ”

საზოგადოება
745
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.

ამის შესახებ მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ", – აღნიშნა მელიამ.

დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. პროკურატურის ცნობით, ნიკა მელიას გირაოს თანხის – 40 000 ლარის გადასახდელად, დამატებით, ერთკვირიანი ვადა მიეცემა, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი, პროკურატურა მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

თაგები:

Advertisement