“არ გამოვრიცხავ, გარკვეული ტიპის პიროვნებებს აქვს სურვილი, მოხდეს გარკვეული დაპირისპირება”

ავტორი
Front News საქართველო
უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დმანისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
"არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ გარკვეული ტიპის პიროვნებები შეიძლება არსებობდეს, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოხდეს გარკვეული ტიპის დაპირისპირება, ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის, ამას შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ, თუ ეს ასეა. მივმართავ დმანისის საზოგადოებას, სიმშვიდე შეინარჩუნონ. ყველა პოლიციელი უზრუნველყოფს იმას, რომ იყოს სიმშვიდე დმანისში და ზოგადად საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფლიქტი მალე მოგვარდება.
მინდა ვთხოვო მედიასაც, საზოგადოებასაც, ამ ეტაპზე ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ დმანისში სიტუაცია დამშვიდდეს. ამ შემთხვევაში არ უნდა დავიწყოთ იმ მიზეზების ძიება, რომელი მიზეზების გამოც დღეს, ასეთი მასშტაბები მიიღო ამ პროცესმა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გამოძიება დაადგენს რა მოხდა რეალურად. არ ყოფილა არც ერთი ასეთი შემთხვევა, რომ გამოიძებას არ დაედგინოს და იდენტიფიცირება არ მომხდარიყოს იმ პირების, ვისაც სურდა, რომ მასშტაბურ კონფლიქტში გადაეზარდა ეს"-აცხადებს მაჭარაშვილი.
თაგები:





