“არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ლიდერების მიმართაც ის საქმეები, რომლებიც თაროზეა შემოდებული, კვლავ გაცოცხლდეს”

ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მმართველ ძალას ოპონენტების მიმართ ერთადერთი იარაღი აქვს დარჩენილი და ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება.
"ვინმეს თუ ჰქონდა ილუზია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ "ქართული ოცნება" გახდებოდა დემოკრატიის ბურჯი, მემგონი არავის არ სჯეროდა ამისი. უბრალოდ ნიკა მელია გამოვიდა და ორი დღის მერე კვლავ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ლიდერები შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდნენ. ჩვენ ვხედავთ გიგი უგულავას წინააღმდეგ უკვე გააცოცხლეს ერთი საქმე, არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ლიდერების მიმართაც ის საქმეები, რომლებიც თაროზეა შემოდებული, კვლავ გაცოცხლდეს. დღეს "ქართულ ოცნებას" და პირადად ბიძინა ივანიშვილს სრულად აქვს დაკარგული ხალხის ნდობა, ქვეყანა ჩამოქცეულია, მოსახლეობა გაღატაკებულია და შესაბამისად, ერთადერთი იარაღი, რომელიც დარჩენილი აქვს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, არის პოლიტიკური მართლმსაჯულება", – აცხადებს უდუმაშვილი.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური "კრიმინალების" მიმართ შესაძლოა, სამართლებრივი საქმეები გაგრძელდეს.
თაგები:





