“არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში “ქართული ოცნება”, უმრავლესობა საერთოდ დაიშალოს პარლამენტში”


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა მმართველ გუნდში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, უახლოესს მომავალში "ქართული ოცნება", როგორც უმრავლესობა, პარლამენტში დაიშალოს.
"გუნდი არის კრიზისში. ამაზე მიუთითებს თალაკვაძის ამგვარი ჩამოქვეითება. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდეს პარტიის თავმჯდომარეობის ამბიცია და შესაბამისად, მისი ამ ამბიციის დასაკმაყოფილებლად, ბიძინა ივანიშვილს უწევდეს, ირაკლი კობახიძეს დაატოვებინოს ეს თანამდებობდა და მან გააძლიერა კობახიძის ფლანგი პარლამენტში იმით, რომ გაწიეს თალაკვაძე და დანიშნეს კუჭავა, რომელსაც ახლო კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილთან და ასევე ირაკლი კობახიძესთან. გუნდი კლანური დაპირისპირებებით კიდევ უფრო სუსტდება და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში "ქართული ოცნება", უმრავლესობა საერთოდ დაიშალოს პარლამენტში", – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ორი დღის წინ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტი დატოვა. მას კახა კუჭავა შეცვლის.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს