“არ გავჩერდებით, სანამ ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ გათავისუფლდებიან”


ავტორი
Front News საქართველო
"ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ეს ადამიანები არ გათავისუფლდებიან, კავშირზე ვართ ოჯახებთან, ჩართულია ყველა უწყება, საერთაშორისო მექანიზმები, ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია – ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებას.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოკუპაციის პირობებში, რუსეთის ფედერაცია, დე ფაქტო რეჟიმთან ერთად, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს მკაფიოდ არის აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც, რომელშიც, მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა და უპრეცენდენტო გამარჯვების მოპოვება შეძლო.
"შეკითხვაზე, თუ ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა, პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ – ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ეს არის ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, მათ შორის, დღევანდელი ფაქტები, ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაზეც, რასაკვირველია, ჩვენ მივმართეთ ყველა ზომას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს