“არ მგონია, უახლოეს მომავალში რეალობასთან ახლოს იყოს მისი ჩამოსვლა”

ავტორი
Front News საქართველო
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგი ჩიხლაძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ეს მათი პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეცვლის.
"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" შიდა სამზარეულო. მათი ლიდერები სად წავლენ, სად ჩამოვლენ, ეს მათი გადასაწყვეტია. "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკურ დღის წესრიგზე ეს გავლენას ვერ მოახდენს.
ცოტა არასერიოზულად ვუყურებ ამ განცხადებას, იმიტომ რომ ბევრჯერ იყო ასეთი განცხადება გაკეთებული. არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში რეალობასთან ახლოს იყოს, მისი ჩამოსვლა", – აცხადებს ჩიხლაძე.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა თვითმმართველობის არჩევნების წინ დააანონსა.
თაგები:





