
ავტორი
Front News საქართველო
პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში გახშირებულ ძალადობრივ ფაქტებს ეხმაურება და აღნიშნულში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
"არ მჯერა უბრალოდ, რომ ეს ძალადობის ფაქტები, რაც ბოლო პერიოდში გახშირდა, ორკესტრირებული არ არის "ქართული ოცნების" მხრიდან. ძალიან მაგონებს ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრობის პირველი ფაზა რომ ჰქონდა მაგ პერიოდს. ცოტა ხანი რომ დანიშნეს და მერე მოხსნეს, მაგ პერიოდს, როცა ეგეთი ძალადობრივი ჯგუფები მაშინ ზედმეტად აქტიურობდნენ. ახლაც ხომ გასაგებია, რომ ადამიანები თავისით ასეთ რაღაცას არ აკეთებენ, დავალებას იღებენ, ორგანიზდებიან და მერე აკეთებენ.
"ქართულ ოცნებას" ახლა სჭირდება ყურადღების გადატანა სხვა თემაზე, ეს არის კარგი საშუალება, რომ ვიღაცას დაჭრიან, სცემენ, ვიღაცას მიუვარდებიან", – განაცხადა ჯაფარიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს