“არ მომხდარა იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა, არ მჯერა ვახო სანაიასი, ჩემი შინაგანი სიმართლის მჯერა”

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელების პროცესი უნდა გაიმართოს, გია გაჩეჩილაძე, მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. "უცნობი" და შაქარაშვილი ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან.
"ბრალდება შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ სანამ განაჩენი არ გამოვა, ისინი არ არიან მოძალადეები. მე დარწმუნებული კი არა ვარ, მე ველოდები გამოძიებას და გამოძიებამდე ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. არ შეიძლება ადამიანებზე ძახილი, რომ შენ ხან მოძალადე, დამნაშავე, სანამ საქმე არ იქნება ბოლომდე მისული. და რადგან ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს არის ძალიან ცუდი საქართველოში. ეს არის მსუბუქი მუხლი და მსუბუქ მუხლზე შეუძლიათ ადამიანებს ყველა საქმე, გარეთ ელოდებიან ადამიანები გამოძიებას.
არ მომხდარა იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა. მე არ მჯერა ვახო სანაიასი, ჩემი შინაგანი სიმართლის მჯერა და თუ შეიძლება დამაცადეთ, რომ მივიდეს გამოძიება ბოლომდე. ასეთი ფორმით კითხვების დასმა ძალადობაა. მე სხვანაირად აღვიქვამ მოვლენებს, თქვენ სხვანაირად და ხომ შეგიძლიათ დამანებოთ თავი?!" – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს, გვიან ღამით თავს დაესხნენ. 15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ სამივე ბრალდებული – სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.
თაგები:





