
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ლევან ვასაძის ალექსანდრე დუგინთან შეხვედრას ეხმაურება.
"ყველა პოლიტიკურ ძალას, თუ ის არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, აქვს არსებობის საშუალება, მაგრამ, რაც შეეხება მათი საქმიანობის შეფასებას, ამას ძალიან კარგად ახერხებს საქართველოს საზოგადოება არჩევნებზე. ეს იქნება ლევან ვასაძის პოლიტიკური ორგანიზაცია, თუ ნებისმიერი სხვა ტიპის. მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, საქართველოს საზოგადოება ყოველთვის იღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას.
კონკრეტულად ჩემი დამოკიდებულებაა, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასეთი ტიპის შეხვედრები, ან თუნდაც რიტორიკა, რომელიც შეიძლება ოდნავ მაინც ემთხვეოდეს ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის რიტორიკას"-აცხადებს მაჭარაშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს