“არ შეიძლება მსუბუქად შევხედოთ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტებს”

ავტორი
Front News საქართველო
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლებას აკისრებს.
"არ შეიძლება მსუბუქად შევხედოთ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტებს. ძალიან დაძაბული ვითარებაა დმანისში, რომელიც მართლაც შეიძლება ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამიტომ, მგონია, რომ განცხადებების გაკეთებას სჯობს, ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და საზოგადოებას კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმარონ. ეს ერთი ნაწილია და მეორე, აუცილებელია სწორი კვალიფიკაცია და დამნაშავეების სწორად იდენტიფიცირება, იმიტომ რომ კონფლიქტი დაიწყო გუშინ და კონფლიქტში დამნაშავე არიან ის ადამიანები, ვინც მაღაზიის მესაკუთრეებს მიუვარდნენ.
კონკრეტულად იქ მყოფ პოლიციელებში პრობლემა არ არის. პრობლემა არის ხელმძღვანელებში, რომლებიც მითითებებს არ იძლევიან სწორად. მე ვუყურებდი, როგორ ხვდებოდათ პოლიციელებს ქვები, როგორ ცდილობდნენ თითოეული ადამიანის დაკავებასა და დაჭერას. საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება. პოლიციელი თავის გასაკეთებელს გააკეთებს ნამდვილად. პოლიციელები თვითონ იყვნენ იქ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ინდივიდუალურად აჩერებდნენ და ეხვეწებოდნენ ადამიანებს შეეწყვიტათ კონფლიქტი, ამიტომ პასუხისმგებელი ამ არეულობაზე არის შს მინისტრი და დღევანდელი ხელისუფლება"-აცხადებს კორძაია.
თაგები:





