“არ შევადარებ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს სალომე სამადაშვილს არანაირად, ახლოსაც ხაზს არ გავავლებ”

ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სალომე სამადაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის შესახებ საუბრობს.
"ის, რაც მოხდა, რომ არ მომხდარიყო, ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი და ძალიან განვიცადე, თუმცა ამის გამო მტრად გამოცხადება ადამიანის არ შეიძლება. თუ პარტიაში ბედნიერად ადამიანი ვერ გრძნობს თავს, ბუნებრივია, ჯობია ცივილიზებულად ჩვენი გზები არა თუ გაიყაროს, დაშორდეს ერთმანეთს დროებით, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მიზანი იგივე დარჩება. გული რაზე მწყდება იცით? რომ ეს ნაკლოვანება და დეფექტი აქვს ციხეში ყოფნას, რომ არ ვყოფილიყავი იქ სადაც ვიყავი, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდებოდა. ეს კონფლიქტი არ მოხდებოდა. მე თუ გარეთ ვიქნებოდი, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიქნებოდი და ბევრი რამ სხვაგვარად წარიმართებოდა. ყველა ადამიანი ძალიან მეძვირფასება, ვინც ჩვენს პარტიაში არის და მან შეიძლება პარტია დატოვოს. ასეთი ბევრი ყოფილა.
მე არ შევადარებ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს სალომე სამადაშვილს, სალომე სამადაშვილის სასარგებლოდ. არანაირად არ შევადარებ, ახლოსაც ხაზს არ გავავლებ და რატომ იცით? სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილება იმ მომენტში შეიძლება ბევრმა მიიღო ისე, როგორც მიიღო, მაგრამ მას ეს არ დაუმალავს, მან ეს თქვა, მან ამაზე ისაუბრა პარტიაში და განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა და მუდმივად ასეთი არის სალომე, მე რასაც ვიცნობ"-აცხადებს მელია "მთავართან" ინტერვიუში.
თაგები:





