
ავტორი
Front News საქართველო
პარტია "ევროპული საქართველოს" ყოფილი ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს და არც საპარლამენტო თანამდებობის დაკავებას გეგმავს.
"მე გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც დავტოვე "ევროპული საქართველო", ვთქვი, რომ პარტიული პოლიტიკიდან ვიღებდი პაუზას, შესაბამისად, არ ვაპირებ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას, ვიმუშავებ, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო დეპუტატი.
შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია საპარლამენტო თანამდებობები, ოპოზიციის წევრებისთვის იმისთვის, რომ არ იყოს ერთპარტიული მმართველობა. ასევე, ჩემი გადაწყვეტილებაა არ ვიყარო კენჭი არცერთ იმ თანამდებობაზე, რომელსაც განსაზღვრავს შარლ მიშელის დოკუმენტი", – აცხადებს ბაქრაძე.
პარტია "ლელომ" სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო პირველი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა.
ფრაქცია "ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, მისი მოადგილე – სალომე სამადაშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს