Logo

“არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს კიდეც”

საზოგადოება
1057
Frontnews image description

მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, სენატში გამართული დებატებისას აღინიშნა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებას არასდროს გადაუხვევია ევროატლანტიკური კურსიდან, მეტიც, მან გააძლიერა, რეფორმებით და წინ გადადგმული ნაბიჯებით უფრო ახლოსაა ნატოს-თან და ევროკავშირთან.

მისივე შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სენატორებისგან  ხაზგასმა, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

„ოპოზიციის გარკვეულ წევრებს ჰქონდათ მოლოდინები, რომ სენატში დებატებზე მმართველ პარტიას ყურს აუწევდნენ. სინამდვილეში, გუშინ მნიშვნელოვანი მესიჯები იყო. პირველი ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ არასდროს გადაუხვევია ევროატლანტიკური კურსიდან. უფრო მეტიც, მან გააძლიერა, რეფორმებით და წინ გადადგმული ნაბიჯებით კიდევ უფრო ახლოსაა ნატოს-თან და ევროკავშირთან.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სენატორებისგან იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ეს ნათლად იყო ხაზგასმული და ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს კიდეც და ყურებიც დაახიეს.

ეს ყველამ უნდა გაითავისოს. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს და ამაზე საერთოდ არ თქმულა. იქ საუბარი იყო, რომ ბატონმა მელიამ კანონი დაარღვია და შესაბამისად ციხეში ზის. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, რომ დიალოგი ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. მეც, ჩემი კოლეგებიც და ყველა ერთად მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ იქნებ, კომპრომისულ ვარიანტზე თვითონ ჩამოყალიბდნენ. მოიფიქრონ, გაგრძელებას როგორ აპირებენ. ისევე როგორც ევროპარლამენტარებმა, როგორც სენატორებმა უთხრეს, რომ მათი ადგილი არის პარლამენტში და მუშაობა გააგრძელონ. არჩევნებთან დაკავშირებით შაჰინმა განაცხადა, რომ ისინი ეყრდნობიან ეუთო/ოდირის დასკვნას, სადაც ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

ამით ვადამდელ არჩევნებს ხაზი კიდევ ერთხელ გადაესვა, მათ შორის სენატორების მხრიდან. ოპოზიცია, რომ უნდა იყოს პარლამენტში  და არა ქუჩაში და იქ საბოტაჟს უწყობდნენ ქვეყანას, ესეც რუსეთის ნარატივია და სენატიდან დაუდასტურეს. აი, ბურთი და მოედანი, თვითონ ჩამოყალობდნენ, რა უნდათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თაგები:

Advertisement