Logo

“არა ოკუპანტის ამნისტიას! 20 ივნისს, 18:00 საათზე გელოდებით პარლამენტთან”

საზოგადოება
1394
Frontnews image description

გავრილოვის ღამეს დაზარალებული მოქალაქეები 20 ივნისს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან აქციას აანონსებენ.

"2021 წლის 20 ივნისს ორი წელი გადის ანტისაოკუპაციო აქციიდან, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის შემლახველ ფაქტს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჩაჯდომას მოჰყვა.

ეს აქცია სასტიკად იქნა დარბეული  ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ უკანონო ბრძანების საფუძველზე. ეროვნული ღირსების დამცველ და ოკუპანტის გამგდებ მშვიდობიან დემონსტრანტებს საათების მანძილზე გამიზნულად ასახიჩრებდნენ, თხრიდნენ თვალებს და აყენებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ დაზიანებებს.

დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი, რომელიც ამ გამოუძიებელ დანაშაულებრივ ფაქტზე ამნისტიას აცხადებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სწორედ 20 ივნისს აქციაზე პატრიოტული მოტივით მდგარმა დემონსტრანტებმა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველა პოლიტიკურ ძალას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ 20 ივნისი ვერ გადაიწერება, აქციის დარბევა ოკუპანტის საამებლად არავის შერჩება!

არა ოკუპანტის ამნისტიას!  20 ივნისს, 18:00 საათზე 20 ივნისს დაშავებული და უკანონოდ დაკავებული ადამიანები გელოდებით პარლამენტთან.

მოვუწოდებთ აქტიურ სამოქალაქო ჯგუფებს აქციის ორგანიზების პროცესში ჩართვისკენ და თანაშრომლობისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები