“არა რუსეთს, კი – ევროპას” – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა ორგანიზებული. აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ, ისინი კანონს რუსულს უწოდებენ და სკანდირებენ – “არა რუსეთს, კი – ევროპას”.
პარლამენტთან აქცია დილიდან კანონის განხილვის პარალელურად მიმდინარეობდა.
აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორისაა “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელიც აცხადებს, რომ პროტესტი დაუგეგმავად დაიწყო და უნდა გაგრძელდეს.
“როგორც დაიწყო დაუგეგმავად, წრფელი პროტესტით და პატრიოტიზმით, ასე უნდა გაგრძელდეს, აქ ხელოვნური ჩართულობა არ არის აუცილებელი და არც სასურველია. ეს ხალხი არავის გამოა გამოსული, ეს ხალხი იდეის გამოა გამოსული, ეს ხალხი არის ევროპული და ეროვნული იდეის განსახორციელებლად გამოსული. წინაპრებმა მოგვიტანეს დამოუკიდებლობა, ახლა გვაქვს ვალდებულება განვახორციელოთ იდეა, რომელიც რა თქმა უნდა, უპირატესი ყველასთვიც, ეს არის ეროვნული და ევროპული იდეა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.





