არახამია – ლუკაშენკომ ომის პირველ დღეებში ზელენსკის პირობა მისცა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია პირველად საუბრობს დეტალებზე, რა დაპირება მისცა ალექსანდრე ლუკაშენკომ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში.
როგორც არახამიამ აღნიშნა, ზელენსკიმ უარი თქვა ლუკაშენკოსთან საუბარზე, მაგრამ ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ მისგან ინფორმაცია მაინც უნდა მოესმინათ.
”მან თქვა: ”ჩვენ არ ვიბრძოლებთ უკრაინასთან”. მან გულწრფელად თქვა: ”არ შემიძლია დავუშვა, რომ ისინი არ გამოიყენებენ ჩემ ინფრასტრუქტურას და არ შევიდნენ ბელარუსის გავლით, არ გაუშვან რაკეტები, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ არც ერთი ბელარუსი ჯარისკაცი არ გადავა უკრაინის საზღვარზე“, – განაცხადა არახამიამ.
მისი თქმით, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ დაიჯერა ლუკაშენკოს სიტყვები, იყო გარკვეული პროვოკაციები, მაგრამ დიქტატორი თავის სიტყვას მაინც ასრულებს.
თაგები:
დავით არახამია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს