არახამია – სავარაუდოდ, გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ კორპუმპირებული ჩინოვნიკების დაპატიმრებას


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უმაღლესი რადას მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკები პასუხს აგებენ და გაზაფხულიდან მათ აქტიურად ჩასვამენ ციხეში.
“სავარაუდოდ, გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას. არ გამოდის ადამიანურად, მაშინ იქნება ომის დროის შესაფერისი კანონით. ზოგიერთმა ადამიანმა საერთოდ დაკარგა გონება და მაროდიორობენ შიშის და სინდისის ქენჯნის გარეშე“, – განაცხადა არახამიამ.
მისი თქმით, ეს ეხება როგორც გენერატორების შესყიდვის საქმეს, რომლის ფარგლებშიც უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე დააკავეს, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტროსადმი წაყენებულ ბრალდებას, რომ უწყება ჯარისთვის საკვებ პროდუქტებს ძვირად ყიდულობს.
არახამიას თქმით, 24 თებერვალს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ხელისუფლება ჩინოვნიკებს მუდმივად მოუწოდებს, ფოკუსირება მოახდინონ ომზე, დაზარალებულების დახმარებაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე და შეწყვიტონ საეჭვო ბიზნესი.
<script async src=”https://telegram.org/js/telegram-widget.js?21″ data-telegram-post=”David_Arakhamia/183″ data-width=”100%”></script>
თაგები:
დავით არახამია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს