“არაფერი დახმარება ჩემგან არ ყოფილა, ვიყავი ვარლამ გოლეთიანთან და მითხრა, რომ არავითარი დახმარება არ სჭირდება”


ავტორი
Front News საქართველო
რესპუბლიკის მოედანზე ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე, რუსეთში მოღვაწე კიდევ ერთი ქართველი ბიზნესმენი ილია ძოწენიძე მივიდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან უარყო აქციის დაფინანსება, თუმცა დაადასტურა, რომ დახმარება აქციის ორგანიზატორებს შესთავაზა.
"არაფერი დახმარება ჩემგან არ ყოფილა. მე ვიყავი ვარლამ გოლეთიანთან და ვუთხარი, გინდა თუ არა ჩემი დახმარება. ვარლამ გოლეთიანმა მითხრა, არავითარი დახმარება მე არ მჭირდება. მე ვუთხარი, ეს ხალხი რომ მიდის საწვავი ან ასეთი რამე ახერხებთ-მეთქი?! და არაო მე არ მჭირდება ბევრი ხალხი და არც მაინტერესებსო, აი მისი სიტყვები – თქვენც კარგად იცით. გვერდში დაგიდგები-მეთქი და ფინანსი და ასეთი რამე არ ყოფილა.
თქვენი საქმე არ იყო ის, რომ გამოაცხადეთ ტელევიზორში ეს ჩამოვიდა რუსეთიდან და ქვეყნის არევა უნდაო, ეს თქვენ არ თქვით?! მილიონი ადამიანი ცხოვრობს რუსეთში, ყველა გამყიდველია?! რუსეთიდან ჩამოვდივარ ძალიან ხშირად, ამ აქციის გამო ჩამოვედი",- განაცხადა ძოწენიძემ.
თაგები:


მიხეილ სარჯველაძე – არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ახლა ომის დაწყების მოწოდებას, არავითარი დახმარება, შეღავათი ეს უკრაინისთვის რეალურად არ იქნება

სოსო გოგაშვილი – მითხრა, რომ მე ვიცოდი თუ როგორ ამუშავდებოდა სახელმწიფო მანქანა ჩემს წინააღმდეგ და ამ ომს მე ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ მოვიგებდი

“მე დღემდე ერთგული ვარ ამ პრინციპების, რაც 25 წლის წინ წარმოვთქვი და აქ არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ იცვლება დრო”