Logo

არასამთავრობო ორგანიზაციამ “მიშას სექტორი” იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა

პოლიტიკა
31.01.2022 / 15:35
Frontnews image description

არასამთავრობო ორგანიზაციამ  “მიშას სექტორი” იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო  აქცია გამართა.  ისინი უწყების მიერ მესამე პრეზიდენტის უფლებების დარღვევას აპროტესტებენ.

 

აქციის მონაწილეები ასევე რუსთავის ციხისთან გადაინაცვლებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცადონ. 

 

აქტივისტები კიდევ ერთ ლოკაციას დაასახელებენ, სადაც  “მიშას სექტორის” სამოქმედო გეგმა გაჟღერდება.

 

“მიშას სექტორის” ერთ-ერთი ორგანიზატორის მანჩი ანდღულაძის თქმით,  უწყება ხელოვნულად ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმებას. 

 

“რატი ბრეგაძეს შევპირდით ერთი კვირის წინ,  მოვედით,  დავიწყეთ საპროტესტო აქცია, რადგან მესამე პრეზიდენტთან არ უშვებს პირად ექიმს, ვფიქრობთ, რომ ეს გამიზნულად ხდება, რომ დაასუსტონ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა.  ამიტომაც დღეს ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, ასევე ჩვენ მივალთ რუსთავის ციხესთან, სადაც სოლიდარობას გამოვუცხადებთ მესამე პრეზიდენტს და იქვე გავაჟღერებთ მესამე ლოკაციას, სადაც სამოქმედო გეგმას გავაჟღერებთ” – განაცხადა მანჩი ანდღულაძემ.

თაგები:

აქცია
Advertisement