
ავტორი
Front News საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები დაასახელეს.
როგორც კავშირ „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ განაცხადა, კანდიდატურები საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმების შედეგად შეირჩნენ.
მისივე განმარტებით, სხვა აუცილებელ კომპეტენციებთან ერთად კანდიდატს ადამიანის უფლებათა დაცვით სფეროში 5-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა და ამასთან არ უნდა ყოფილიყო რომელიმე პარტიასთან დაკავშირებული.
გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილეა, ანა აბაშიძე არის ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატი. ნაზი ჯანეზაშვილი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და ორგანიზაციის “სამართლის გუშაგი“ დამფუძნებელი.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, აღნიშნულ სამ კანდიდატს 52 არასამთავრობო ორგანიზაცია და ჯგუფი უწევს რეკომენდაციას.
თაგები:
სახალხო დამცველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს