Logo

“არასდროს არავის დაუშლია არავისთვის შესაბამისი ხმები მოეპოვებინა თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში”

საზოგადოება
288
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა არ არსებობს.

ასე პასუხობს დეკანოიძე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ "მარცხის ფორმულაა" თუ ოპოზიციიდან ყველა პარტია თბილისის მერობის კანდიდატად მხარს ნიკა მელიას დაუჭერს. 

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსგავსი წინადადებებით და სიტყვებით, მათ შორის ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის საპყრობილეში, რომელიც არის უდავოდ, არა მხოლოდ ყველაზე უფრო დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მე ნიკაზე მაქვს საუბარი, არამედ გამორჩეული ლიდერი, რბილად რომ ვთქვათ, არის არასწორი. 

არასდროს არავის დაუშლია არავისთვის შესაბამისი ხმები მოეპოვებინა თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში, მიუხედავად გაყალბებისა, მათ შორის თუნდაც ისანში მე და გიორგი ვაშაძე კონკურენტები ვიყავით. არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაამარცხებს "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, ჩვენი მხარდამჭერების გარეშე", – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები