“არათუ დესტაბილიზაცია, ეს ხელოვნურად შექმნილი ხმაური და ქაოსიც მალე დასრულდება, ამის გარანტიას ვიძლევი მე”


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის ქმედებებს ქვეყნის მტრობად და ღალატად აფასებს.
მისი თქმით, ხელისუფლების მოწინააღმდეგეების პოლიტიკა საქართველოს მტრის ინტერესებშია.
"ამავე კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ თუ კარგად გადახედავთ იმ ადამიანების ბიოგრაფიებს, რომლებიც ახლა ე.წ. შულავერის კომიტეტში იმყოფებიან, საქმე გვაქვს ძალიან დიდ შიდა მტრობასთან და დიდ ღალატთან. აქედან გამომდინარე, ჩვენს პრინციპებს და ჩვენი სიმართლის მტკიცედ დაცვას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში რაიმე დესტაბიზაცია მოახდინოს. არათუ დესტაბილიზაცია, არამედ ეს ხელოვნურად შექმნილი ხმაური და ქაოსიც მალე დასრულდება, ამის გარანტიას ვიძლევი მე", – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრული თანამშრომლობაა ყველა სფეროში და ჩვენი ქვეყანა ამერიკისთვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია.
"ამ ურთიერთობას და ნდობას სჭირდება მოფრთხილება და არ უნდა დავუშვათ, რომ ის ქაოსი და დესტაბილიზაცია, რაც არის რეგიონის ქვეყნებში, გადმოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, ეს უკვე ვნახეთ 2008 წლის პირობებში, ეს აღარ განმეორდება", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს