“არავინ არ იყო ნებით წამსვლელი, როგორც ახალა არავის უნდა თანამდებობების დათმობა, ისე იყვნენ მაშინაც”

ავტორი
Front News საქართველო
"ჩვენთან მიღებულია, რომ შიგნიდან თუ გარედან ეკლესიას უნდა ებრძოლონ. დაიშალა საბჭოთა კავშირი, გავხდით დამოუკიდებლები და იმის შემდეგ ერთ წრეზე ვტრიალებთ, ვანგრევთ ჩვენს ქვეყანას. თუ რამე გასატანი იყო, უცხოეთში გავიტანეთ, ტვინები, მუშახელი გარეთ გაგვირბიან და ჩვენ რას ვაკეთებთ?!“, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბის დედათა მონასტერში დღეს ქადაგებისას ისაუბრა.
„ვითონ თანადგომა, ვითომ ერთმანეთისთვის ხელის გამართვა, ვერც გაამტყუნებ მდიდარ ქვეყნებს – ისინი თავიაანთ თავს იკმაყოფილებენ ანტიპანდემიური საშუალებებით, სხვებს არ აძლევენ იმიტომ, რომ ჯერ თავო და თავოო და მერე – ცოლო და შვილოო. ასე გამოდის.
90-იანი წლებიდან ჯერ ძმათა მკვლელი ომი… 90-იანი წლების გამოძახილს დღესაც ვპოულობთ. იმ პერიოდში სულში ჩაფურთხებული ადამიანი დარჩა, ვერ მიხვდნენ, რატომ შეებრძოლნენ სახელმწიფოს, პრეზიდენტს და რატომ დახოცეს ქართველებმა ქართველები. დღეს ვინმეზე შეგინება თუ უნდა, ან გვარდიელს იტყვიან იმაზე, თუ ძალიან შეგინება უნდა, ეგრევე მხედრიონელი უნდა იყოს ადამიანი. იმის გამოძახილი დღესაც გვაქვს, იმის სიძულვილი.
გადის წლები. 2007 წლამდე კიდევ ვვითარდებოდით, 2007-ის მერე საშინელ სიტუაციაში აღმოვჩდნდით. გინდ სდომებოდათ დარჩენა, არჩევნებით კი არ წავიდოდნენ, ხალხი ისედაც გაყრიდა იმიტომ, რომ პიროვნულს შეეხნენ და სულში ასევე ჩაგვაფურთხეს იმიტომ, რომ თუ მკლავ და შიგნით რეპრესიებს აკეთებ, ქვეყანა მაინც გახადე ძლიერი, მაგრამ ეკონომიკურადაც დააქციეს, არავინ არ იყო ნებით წამსვლელი. როგორც ახალა არავის არ უნდა თანამდებობების დათმობა, ისე იყვნენ მაშინაც“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
თაგები:





