“არავინ არსად შევარდნას არ აპირებს, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით”


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უპირველესად ჟურნალისტები უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სწრაფად და დროულად დასრულდეს.
"ტვ პირველთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კალაძემ განაცხადა, რომ არავინ არსად შევარდნას არ აპირებს.
"პირველი, რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორუფლებიანი. რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებულნი, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად დასრულდეს კონკრეტულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. ამ თემაზე ბევრი განცხადება იყო გაკეთებული. ბევრი კონკრეტული საკითხი იყო გაზვიადებული. ასე რომ, არავინ არსად შევარდნას არ აპირებს, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს