“არავის თანხმობა არ მჭირდება, ეს იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე”

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის წარმომადგენელ გიგი უგულავას განცხადებით, სასამართლოში 13 მაისს მორიგი პროცეში ჩაუნიშნეს. პროცესი აეროპორტში ძიუდოსტ საბა გავაშელიშვილის ცემის საქმეს ეხება. უგულავა აცხადებს, რომ საქმე პოლიტიზირებულია და ივანიშვილს მისი დასჯა სურს.
"რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ჩემს წინააღმდეგ აღიძრა 8 სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ეს თავისი კომიკურობით თუ ტრაგიზმით, ძიუდოისტი რომ "ჩამიდეს" აეროპორტში, ყველაზე სამარცხვინო იყო ერთი მხრივ და მეორე მხრივ საგანგაშო, იმიტომ რომ შეუარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეს კაცი იყო ხელისუფლების მიერ მოგზავნილი.
13-ში ჩაინიშნა სასამართლო. სხვათაშორის, ამ მუხლს "ოცნებამ" გაუკეთა ამნისტია, ოღონდ მსხვერპლის თანხმობაა საჭირო, ანუ ამ კაცმა თანხმობა უნდა თქვას, რომ ჩემზე გავრცელდეს ამნისტია. მე არავის თანხმობა არ მჭირდება, ეს იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე, ისევე როგორც სხვა დანარჩენი. ფაქტია, რომ ივანიშვილს სხვანაირად არ შეუძლია. ვიცი, რომ ეს ამბავი პირდაპირ უკავშირდება 20 ივნისს", – აცხადებს უგულავა.
თაგები:





