Logo

“არავითარი ახალი პოლიტიკური რეალობა არ დამდგარა, გარდა იმისა, რომ წარმოდგენის ერთი ნაწილი დასრულდა”

საზოგადოება
1567
Frontnews image description

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციამ ვისი კანდიდატურაც არ უნდა წამოაყენოს არჩევნებში, მმართველი ძალის კანდიდატი უპირობო გამარჯვებული იქნება. 

"ნიკა მელიას მერობის არჩევნებზე კანდიდატად წარდგენა მათი საქმეა. მელია იქნება თუ ნებისმიერი სხვა მათი კანდიდატი, საერთო თუ ცალ-ცალკე, ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის. იმიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციის რეიტინგი მთელი ამ 6 თვის განმავლობაში იკლებდა, ხოლო "ქართული ოცნების" არ იკლებდა ამ მასშტაბით.

არავითარი ახალი პოლიტიკური რეალობა არ დამდგარა, გარდა იმისა, რომ რაც იყო წარმოდგენის, ერთი ნაწილი დასრულდა, რომელსაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა და ექვსი თვე იმართებოდა"-აცხადებს დავითულიანი.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები