“არჩევნებში მხოლოდ ID ბარათების გამოყენებაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ”

ავტორი
Front News საქართველო
ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში მხოლოდ ID ბარათების გამოყენებაზე ჯერ არ შეთანხმებულან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი საზრუნავია, საარჩევნო ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდა და მოქალაქეებს შევთავაზოთ, კომფორტული სერვისი, რათა ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდეს საარჩევნო პროცესებში ჩართულობა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება.
ერთ-ერთ საკითხად განიხილება, ხომ არ იქნება სწორი გადავიდეთ უფრო სწრაფად და ინტენსივობით „აიდი“ (ID) ბარათების გამოყენებაზე, თუმცა ამას თან სდევს პრობლემები, აღსრულების ნაწილი და ა.შ. ჯერ ამ საკითხზე არ შევთანხმებულვართ. ვმსჯელობთ, გარკვეული კონტექსტის გათვალისწინებით, მოქალაქეების ნების საწინააღმდეგო ხომ არ იქნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ, არჩევნებში მონაწილეობა ძველი პირადობის მოწმობებით აღარ მოხდება.
თაგები:





