არჩილ ჩიქოვანი – შეეცადნენ კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას

ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის მერი უკრაინის მოქალაქეების მიერ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებებს გამოეხმაურა. არჩილ ჩიქოვანმა “ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი უნდა დაინტერესდეს იმ ფაქტით, რომ გუშინ მედიაში ბათუმის მერის მოადგილის და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიმოწერა გავრცელდა.
“შეეცადნენ მხოლოდ დღევანდელი დღის საფარქვეშ კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას, რაც ამ ქალაქისა და ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან სამწუხარო ფაქტია. მინდა ერთ კონკრეტულ ფაქტზე გავამახვილო კვლავ ყურადღება, ეს არის პერსონალური მონაცემების ნაწილი და ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ვიხილეთ ტელევიზიებით. დარწმუნებული ვარ, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტზე“, – აცხადებს ჩიქოვანი.
თაგები:
არჩილ ჩიქოვანი




