არჩილ გამზარდია – დღეს პროცესი ძალიან ახლოსაა ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის შინაარსთან


ავტორი
Front News საქართველო
დღეს პროცესი ძალიან ახლოსაა ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის შინაარსთან, – ამის შესახებ Front News-ს ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა არჩილ გამზარდიამ “ხალხის ძალის” მიერ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართული წერილის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, “ხალხის ძალა“ ხელისუფლებას ნიადაგს უმზადებს შემდგომი ნაბიჯებისთვის.
“ეს არის ხელოვნურად შეკოწიწებული ძალა, არ ვიცი, რა ფორმატში დაშანტაჟებული ადამიანები წარმოადგენენ მას, ეწევიან ღია პროპაგანდას, კადრულობენ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ არ კადრულობს.
რაც შეეხება მედიაზე თავსხმას, ისედაც რთული ფინანსური მდგომარეობა აქვთ მედიასაშუალებებს და ამ ფონზე ცდილობენ კიდევ დამატებით გზების ძებნას, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. თანამედროვე ავტორიტარული ფორმები ხანდახან ფორმალურად ერთ-ორ კომპანიას მაინც ტოვებენ, დღეს ვხედავთ, რომ პროცესი ძალიან ახლოსაა ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის შინაარსთან, ძალისხმევა აქეთაა მიმართული და “ხალხის ძალაც“ ამ რეჟიმში მუშაობს, რომ ნიადაგი შეუქმნას ხელისუფლებას რაღაც მოქმედებისთვის და მეორეს მხრივ, არასახელისუფლებო მედიის დისკრედიტაცია მოახდინოს“, – განაცხადა გამზარდიამ.
თაგები:
არჩილ გამზარდია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს