არჩილ გორდულაძე - 2011 წლიდან მოყოლებული ცდილობენ, რომ პრორუსობა დააბრალონ "ქართული ოცნების" 41 000-ზე მეტ წევრს და 1 120 000-ზე მეტ მხარდამჭერს


ავტორი
Front News საქართველო
დადასტურებული ფაქტია, რომ "დიფ სთეითი" ებრძოდა და ებრძვის დონალდ ტრამპს, პრეზიდენტს, რომელიც არ აწყობს "დიფ სთეითს", რომელსაც ბრძოლა აქვს გამოცხადებული ამ ძალებთან და მარტივად მიიღეს გადაწყვეტილება, პრორუსის იარლიყი მიაწებეს და შემდეგ მასვე მოსთხოვეს, რომ თავი ემართლებინა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები მოხდა ევროპის რიგ ქვეყნებში, ასევე, საქართველოში, 2011 წლიდან, ოპონენტები ცდილობენ, რომ "ქართული ოცნების" წევრებსა და მხარდამჭერებს, პრორუსის იარლიყი მიაკრან და ქვეყნის მტრებად წარმოაჩინონ, რასაც გორდულაძე გებელსისეულ და ბოლშევიკურ რიტორიკას ადარებს.
"ზუსტად იგივე მოხდა საფრანგეთში, გერმანიაში, მოლდოვაში, უნგრეთში და სერბეთშიც იგივე ხდება, საქართველოზე ხომ საერთოდ არ გვაქვს ლაპარაკი - 2011 წლიდან მოყოლებული, "ქართული ოცნების" გუნდის საწინააღმდეგოდ ცდილობენ, რომ პრორუსობა დააბრალონ "ქართული ოცნების" 41 000-ზე მეტ წევრს და 1 120 000-ზე მეტ მხარდამჭერს. ეს არის მარტივი ხელწერა: როდესაც არაფერი გაქვს სათქმელი, აუცილებელია არსებობდეს მტრის ხატი და ამ მტრის ხატიდან გამომდინარე, კონკრეტულ ადამიანებს უნდა დააბრალო, რომ არიან მტრები. გებელსისეული და ბოლშევიკური რიტორიკა, სამწუხაროდ, კვლავ არსებობს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
თაგები:
არჩილ გორდულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს