Logo

არჩილ გორდულაძე - ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას

პოლიტიკა
325
Frontnews image description

ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩზე პეტერ ფიშერზე საუბრისას.

დეპუტატი გამოეხმაურა ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით ელჩის კრიტიკას.

„საუბარი არის თუ არა გამჭვირვალობის კანონზე, იმ კანონზე, რომელსაც ახლა იღებენ და ამკაცრებენ ევროკავშირში? არის თუ არა საუბარი ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე და ხომ არ ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას? ნებისმიერი შანტაჟის მცდელობა და ევროკავშირთან დაკავშირებული განცხადებები ელჩად წოდებული ფიშერისა, რა თქმა უნდა არის, დეზინფორმაციული და ქვეყანაში მხოლოდ შფოთის შემოტანის მცდელობაა. ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას“, - აცხადებს გორდულაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები